ჩვენს შესახებ

შპს "სთრიმლაინ სუპერვიჟენ" (SLS) არის ქართული წარმომადგენლობითი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საავიაციო რეისების მიწისზედა მომსახურების კონტროლს და მეთვალყურეობას, მოფრენა/გაფრენის დროების (სლოტების) შეთანხმებას, კეთერინგის, საწვავის, სასტუმროს და ტრასნპორტირების დროულ მიწოდებას და ა.შ.

ეს კომპანია დაარსდა 2018 წლის ნოემბერში ადამიანების მიერ, რომლებიც მრავალი წელია მოღვაწეობენ აეროპორტსა და სამოგზაურო სფეროში. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (ICAO კოდი: UGTBIATA კოდი: TBS) და დარეგისტრირებულია ქართული კანონმდებლობის მიხედვით.

„SLS“ ის თითოეული თანამშრომელი გახლავთ კარგად მომზადებული, გათვითცნობიერებული და გამოცდილი პროფესიონალი მგზავრთა და ბარგის გადაზიდვების, ფრენების ოპერირების, კეთერინგის, რემპის მომსახურების, რეისისწინა და რეისისშემდგომი ადმინისტრირების და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების (რეისის დაგვიანება, გადადება და ა.შ) საკითხებში.

ჩვენი კომპანია „SLS“ 100 პროცენტით იცავს იმ ავია კომპანიის ინტერესს, რომელსაც ის წარმოადგენს და უზრუნველყოფს მისი რეისების შეუფერხებელ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანიის თანამშრომლები (წარმომადგენლები) ფლობენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშვებს და გავლილი აქვთ უსაფრთხოების და აეროპორტის ბაქანზე შესვლის/ქცევის ავტორიზაცია.